Saturday, 7 November 2015

მეხუთე დღე

დღეს ვისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა იყოს დაცული საავტორო უფლებები და მისი ადეკვატური გამოყენება. ასევე ვისწავლეთ  ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე და   დავიწყეთ მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის პრეზენტაციის ატვირთვა  Pover pointshi. გავეცანით ვებგვერდის შეფასებებს.

Sunday, 1 November 2015

მეოთხე დღე

დღეს ვისწავლეთ  როგორ გამოვიყენოთ  პროექტის შესაფასებლად  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. განვიხილეთ მეორე მოდულზე  მიმართულების  მიმცემი საკვანძო საკითხები.განვიხილეთ ასევე  ზოგადი , თემატური  და შინაარსობრივი კითხვები.  შევასრულეთ ჯგუფური სამუშაო მოცემული დავალების მიხედვით.

Saturday, 31 October 2015

მესამე დღე

გავეცანით  ბლუმის ტაქსონომიის  განახლებულ ფაილებს, რომელიც შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს.
.განვიხილეთ მოდული ორი.  ასევე  შევისწავლეთ   21 საუკუნის უნარ-ჩვევების  სიტყვები. ,ვისწავლეთ    სურათების გადატანა და დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა.

Sunday, 25 October 2015

მეორე დღე


დღეს გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც მოსწავლეებს უვითარებს ცხოვრებისეულ  უნარებს. გავეცანით  რამდენიმე  პროექტის ნიმუშს. ვისწავლეთ დიზაინის შეცვლა. ასევე ვისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ბუკლეტი.

Saturday, 24 October 2015

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე  ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. გავეცანი  ბლოგის სახელმძღვანელოს,  ვისწავლე თუ, როგორ უნდა შევიდე ბლოგში, გავეცანი პორთფოლიოს სტრუქრურას. და  რესურსებს  ასევე  ვისწავლე  თუ რა არის პორტფოლიოს  ჩეკლისტი.